თეგი: დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში დაბალი რანგის ოფიცრებს შორის დამანგრეველ ზარალს განიცდის

როგორც ჩანს, რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის უკრაინასთან კონფლიქტში  დამანგრეველი ზარალი განიცადა, რაც სამომავლოდ, სამხედრო ეფექტიანობის შესუსტების პერსპექტივას ზრდის, განაცხადა ორშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურები, ალბათ, ყველაზე საშიშ პოზიციებზე განლაგდნენ, ხოლო უმცროს ოფიცრებს  დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა უწევდათ, განაცხადა სამინისტრომ დაზვერვის ბოლო განახლებაში. მისივე თანახმად, უკრაინაში რუსეთის ჯარებს შორის გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, დისციპლინაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, უმცროსი ოფიცრების დაკარგვამ შესაძლოა, სამხედრო სარდლობისა და კონტროლის მოდერნიზებაში რუსეთის პრობლემები გააძლიეროს. ორშაბათს, რუსულმა ძალებმა სიევიეროდონეცკის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის საკვანძო ქალაქის დასაკავებლად თავდასხმები გააძლიერეს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის კონტრშეტევები სევეროდონეცკში რუსეთის თავდასხმებს ანელებს

უკრაინის კონტრშეტევები გასული 24 საათის განმავლობაში სევეროდონეცკში, რუსეთის იმპულსს როგორც ჩანს, ანელებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ კვირას დაზვერვის განახლებაში განაცხადა. „უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადავო ქალაქ სევეროდონეცკში, რამაც, როგორც ჩანს, შეანელა რუსული ძალების ოპერატიული იმპულსი, რომელიც მანამდე მოიპოვეს საბრძოლო დანაყოფებისა და ცეცხლსასროლი ძალების კონცენტრაციით“, - აცხადებენ სამინისტროში. „ქვეითთა მარიონეტული ძალების გამოყენება ურბანული გაწმენდის ოპერაციებისთვის რუსული ტაქტიკაა, რომელიც მანამდე შეინიშნებოდა სირიაში, სადაც რუსეთმა სირიის არმიის V კორპუსი ქალაქების ტერიტორიებზე თავდასხმისთვის გამოიყენა“, - აღნიშნავს სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ISW განმარტავს, რატომ არ არის „რუსეთი დიდად მოწადინებული“, მის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების განცხადებით, რუსეთი დიდად არ არის მოწადინებული, მის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს, რადგან ეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არაეფექტიანობის დემონსტრირებას ნიშნავს, რაც უკვე გამოავლინა რუსული ხომალდის - „მოსკვას“ ჩაძირვამ. ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა - უკრაინის საჰაერო ძალები ინსტიტუტი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ნოვოფედორივკაში მდებარე საკის საჰაერო ბაზაზე 12 აფეთქება მოხდა. მისივე თანახმად, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში კვამლის დიდი ღრუბელი და ინციდენტის შემდგომი შედეგები ჩანდა. კადრებმა ასევე აჩვენა დიდი კვამლის ღრუბელი ნოვოლექსიივკას მახლობლად, ჰენიჩენსკის რაიონში, ხერსონის ოლქის-ყირიმის საზღვრის სიახლოვეს. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის მრჩეველმა სერხი ხლანმა განაცხადა, რომ აფეთქებები რუსულ ბაზაზე მოხდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობა არ დასტურდება. მომხდარის შეფასებისას, ინსიტუტი მიუთითებს, რომ „რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამტკიცებდა, რომ ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო და არა სარაკეტო დარტყმის. რუსმა ბლოგერებმა ასევ გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები თავდასხმის წარმოშობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ უკრაინული ძალები იყენებდნენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, თუმცა საგულისხმოა, რომ უკრაინულ ძალებს არ აქვთ ATACMS სისტემები“.  ამასთან, Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე ISW-ს ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი ცნობები, თუმცა გამორიცხავს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, ამასთან, საბოტაჟის და შორი მოქმედების რაკეტებით თავდასხმის ვერსიასაც არ გამორიცხავს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევრების შეფასებით, უკრაინელებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ საკუთარი წარმოების რაკეტების, „ნეპტუნის“ სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად გარდაქმნა, მაგრამ ამ დროისთვის ამ ჰიპოთეზას ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ზოგიერთი საბრძოლო ნაწილი შეტევითი ოპერაციებისთვის არასაიმედოა

„რუსეთი ცდილობს და სულ უფრო უჭირს მოტივირება მარიონეტული ძალების, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში თავისი რეგულარული არმიის გასაძლიერებლად იყენებს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაში.  „რუსეთს, სავარაუდოდ, სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, რომელსაც იყენებს დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად“, - იუწყება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. „მეთაურები, სავარაუდოდ, მიმართავენ პირდაპირ ფინანსურ წახალისებას, მაშინ, როცა ზოგიერთ საბრძოლ ნაწილს შეტევით ოპერაციებში ვეღარ ენდობა“, - ნათქვამია ანგარიშში. „პრობლემების თანმიმდევრული ხელშემწყობი ფაქტორია რუსეთის მიერ ომის კლასიფიკაცია, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამართლებრივი იძულების ღონისძიება“, - აცხადებენ ბრიტანეთის ოფიციალური პირები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინაში რუსეთის შეტევის „შენელების“ რეალური მიზეზი დაასახელა

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის განცხადებები „სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილების“ მცდელობის შესახებ,  მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. შოიგუს მტკიცებით, რუსეთი შეტევის ტემპს განგებ ანელებს „რუსეთის ჯარების შეტევა უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ცუდი სამხედრო ეფექტურობისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო შეჩერდა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები „სამოქალაქო მსხვერპლის აცილების“ მცდელობასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რადგან რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ბრძანებით, უკრაინაში რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერატიული ვადები. აღნიშნულია, რომ რუსეთის სარდლობამ, წინსვლის არასაკმარისი ტემპის გამო სულ მცირე ექვსი გენერალი გაათავისუფლა.  შოიგუს სიტყვით გამოსვლის დღეს, რუსეთის ჯარმა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა SS-26 ისკანდერით, ქალაქ ჩაპლინოში მატარებელზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ბავშვი დაიღუპა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ხაზს უსვამს რუსეთის მზადყოფნას, უკრაინას მიაყენოს გვერდითი ზარალი, როდესაც მიიჩნევს, რომ სარაკეტო ან საარტილერიო დარტყმებს აქვს სამხედრო უპირატესობა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონის რეგიონში რუსეთს დიდი ალბათობით, არასაკმარისი ქვედანაყოფები ჰყავს

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ხერსონის რეგიონში რუსეთის ქვედანაყოფების უმეტესობა დიდი ალბათობით, არასაკმარისია და სუსტი მომარაგების ხაზებს ეყრდნობა. მისივე განმარტებით, SMD და EMD დანაყოფების ინტეგრაცია უკრაინაში რუსეთის ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციას ადასტურებს. „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გადაინაცვლა რამდენიმე, ნახევრად დამოუკიდებელი, ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციაზე, რამაც ხელი შეუწყო მის ცუდ ტაქტიკას შეჭრის დასაწყისში“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ თუ უკრაინა ხერსონის მიმართულებით მდგრადი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას მოახერხებს, ხსენებული სტრუქტურის ერთიანობა, სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის მდგრადობისთვის. ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, რუსმა სამხედროებმა სცადეს შეზღუდული თავდასხმა დონეცკის ქალაქ სივერსკის, სლოვიანსკის, ბახმუტისა და ჩრდილო-დასავლეთ ხერსონის ოლქის გარშემო, მაგრამ წინსვლა ვერ მოახერხეს. ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს ფარული მობილიზაციის მცდელობებს, რადგან ის იბრძვის საჭირო ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის. შეგახსენებთ, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება.   მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს „ოპერაცია ღამით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის პოზიციებიდან და ზურგიდან მასირებული სროლებით დაიწყო“, - განუცხადა წყარომ CNN-ს. მედია ინფორმაციის წყაროს ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს.  უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს „შეტევა ძირითადად პრავდინოს მიმართულებით განხორციელდა. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანში ხერსონია“, - აღნიშნავს წყარო. კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აღწერს

ორშაბათის შემდეგ უკრაინა ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეტევას განაგრძობს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული მონაცემებით, უკრაინელებმა რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვით ისარგებლეს და ზოგიერთი მიმართულებით მოწინააღმდეგე უკუაგდეს. თავისი დოქტრინის შესაბამისად, რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა შეეცდება თავის ხაზში არსებული ხარვეზების გამოსწორებას მობილური სარეზერვო ნაწილების გამოყენებით. მათ შორის, სავარაუდოდ იქნებიან აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენლები. ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, აშშ-მ უკრაინას სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღი მიაწოდა რუსეთი ცდილობს უკრაინაში ახალი ძალების მობილიზებას. მე-3 არმიის კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა 24 აგვისტომდე დატოვეს ბაზა მოსკოვის მახლობლად და დიდი ალბათობით, ისინი უკრაინაში გადაიყვანეს. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტიანობის შესახებ უცნობია. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: Vostok 2022 რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, Vostok 2022 რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებს. მისივე თანახმად, წვრთნებში, დაგეგმილი - 50 000 ჯარისკაცის ნაცვლად, რუსეთმა 15 000 სამხედრო ჩართო. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ასეთი წვრთნები „უპირველეს ყოვლისა რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად". აშშ რუსეთის სამხედრო წვრთნებში ინდოეთის მონაწილეობით შეშფოთებულია „რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებს 50 000 ჯარისკაცი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში წელს, 15 000-ზე მეტი პერსონალი აქტიურად ჩაერთოს. ეს არის იმ ძალების დაახლოებით 20%, რომლებიც ბოლო წვრთნებში 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში.  გავრცელებული ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნებში („ვოსტოკი“) ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.  მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე არიან ჩართულნი ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის წვრთნებში, 50,000 რუსი ჯარისკაცის ნაცვლად, სავარაუდოდ, მხოლოდ 15 000 სამხედრო ჩაერთვება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის ხელმძღვანელობით წვრთნები - Vostok 2022, რომელშიც რუსეთის მტკიცებით, 50,000 ჯარისკაცი მონაწილეობს, მოსკოვის შესაძლებლობებს ვერ გააუმოჯობესებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ასეთი წვრთნები „უპირველეს ყოვლისა რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად". აშშ რუსეთის სამხედრო წვრთნებში ინდოეთის მონაწილეობით შეშფოთებულია „რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებს 50 000 ჯარისკაცი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში წელს, 15 000-ზე მეტი პერსონალი აქტიურად ჩაერთოს. ეს არის იმ ძალების დაახლოებით 20%, რომლებიც ბოლო წვრთნებში 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში.  გავრცელებული ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნებში („ვოსტოკი“) ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.  მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე არიან ჩართულნი ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსი სამხედროების პრობლემებსა და მეთაურთა შორის კორუფციაზე მიუთითებს

ბრიტანეთის დაზღვევის ცნობით, რუსი სამხედროებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მათი ანაზღაურება რჩება. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების შემოსავალი შედგება მოკრძალებული ძირითადი ხელფასისგან, რომელსაც ავსებს პრემიები და დანამატები. უკრაინაში, დიდი საბრძოლო პრემიების გადაუხდელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემები იყო“, - ამბობს დაზვერვა. მისივე ცნობით, აღნიშნული, ალბათ, გამოწვეულია არაეფექტიანი სამხედრო ბიუროკრატიით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უჩვეულო სამართლებრივი სტატუსით და, სულ მცირე, მეთაურთა შორის აშკარა კორუფციით. ბრიტანული დაზვერვა ასევე მიუთითებს რუსი სამხედროების გადაღლილობასა და დიდ დანაკარგებზე.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პუტინის განცხადება სიცრუეა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ აგვისტოს შემდეგ უკრაინიდან ექსპორტირებული მხოლოდ 60,000 ტონა მარცვლეული გაიგზავნა განვითარებად ქვეყნებში და უმეტესობა - ევროკავშირში, „არ შეესაბამება სიმართლეს". მისივე თანახმად, გაეროს მონაცემები მიუთითებს, რომ ექსპორტის დაახლოებით 30% მიეწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ეთიოპიამ უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტია მიიღო შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.   

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ოკუპირებული სევასტოპოლიდან წყალქვეშა ნავები გაიყვანა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა წყალქვეშა ნავები ოკუპირებული სევასტოპოლიდან რუსეთში გადაიტანა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის სარდლობამ თითქმის გადაიტანა კილო კლასის წყალქვეშა ნავები. ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის უსაფრთხოება ახლა პირდაპირ დარღვეულია, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი, დატყვევებული რუსული ტექნიკისგან შედგება

24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და 650 სხვა ჯავშანტექნიკა დააკავეს.ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ეს ტექნიკა უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ცნობისთვის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (WSJ) გათვლებით, ომის დროს რუსულმა არმიამ ბრძოლის ველზე 460 ტანკი, 92 თვითმავალი, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 195 ჯავშანტრანსპორტიორი და 44 MLRS დატოვა. ამ იარაღს უკრაინის არმია აკონტროლებს.  რუსეთის მიერ უკრაინული მხარისთვის ეს „მიწოდებები“, როგორც ჟურნალისტებმა გამოთვალეს, იმავე პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მიერ, კიევისთვის გადაცემული იარაღის მოცულობას აღემატებოდა.  „რუსული ჯარები აღჭურვილია ტანკებით და სხვა სამხედრო მანქანებით, რომლებიც უკრაინელებისთვის კარგად ნაცნობია. შესაძლებელია სათადარიგო ნაწილების პოვნა და არიან ტექნიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ მათი მომსახურება. რუსული ტექნიკა ძირითადად, საწვავის ნაკლებობის ან ძრავის ჩაქრობის გამო, ეკიპაჟებმა მიატოვეს. მაგრამ ასევე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უკრაინელების მიერ თავდასხმის დროს „დატყვევებული“ ტექნიკის დიდი ნაწილი გაუმართავი ან დაზიანებულია. ძნელია იმის დადგენა, თუ 460 ტანკიდან რამდენის გამოყენებაა შესაძლებელი.  უკრაინაში ფუნქციონირებს ტანკების სარემონტო ქარხნები, სადაც აღჭურვილობის რეაქტივაცია და შეკეთება ომამდეც ხდებოდა“, - ნათქვამია WSJ-ს ანგარიშში.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები ბრძოლის ველზე მარცხდებიან, რის გამოც უკრაინის ობიექტებზე დარტყმები გააძლირეს

რუსული ძალები აგვისტოს შემდეგ, ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან, რის გამოც, უკრაინის ობიექტებზე დარტყმები გააძლირეს“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. მისივე განცხადებით, სავარაუდოა, რომ ამ თავდასხმის კამპანიის მთავარი მიზანია, ფართომასშტაბიანი ზიანი მიაყენონ უკრაინის ენერგოდისტრიბუციულ ქსელს. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს.კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოინფრასტუქტურა იყო. დილიდან, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უდიდესი სამხედრო ოლქის მეთაური შეცვალა

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ლინკოვმა შეცვალა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 6 ნოემბერს განაცხადა. „ეს ფაქტი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსი სამხედრო მეთაურების თანამდებობიდან გათავისუფლების სერიას მოჰყვა“, - იუწყება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.  რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა თავისი უდიდესი სამხედრო ოლქის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა ახალი მეთაური ლინკოვი ადრე რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ორგანიზაციული და სამობილიზაციო განყოფილების უფროსად მუშაობდა. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის „ჩაბარებისთვის“ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარღვევისთვის აკრიტიკებდა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, Wagner Group-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩენი ლიდერი რამზან კადიროვი ლაპინს ლიმანიდან, დონეცკის ოლქის მთავარი ლოგისტიკური ცენტრიდან რუსული ძალების გაყვანაში ადანაშაულებდნენ. ლიმანი უკრაინელებმა პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი“ რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერა საგრძნობლად იკლებს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე მომდევნო რამდენიმე თვეში, შესაბამისად, კრემლისთვის სულ უფრო რთული იქნება უკრაინასთან ომის გამო, საზოგადოების მოწონება დაიმსახუროს.  ამ დასკვნამდე მიდის დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომლის განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი“ (ასე მოიხსენიებენ ომს რუსეთში - რედ.) საგრძნობლად იკლებს. ნედ პრაისმა ისაუბრა, რა არის საჭირო ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად ბრიტანულ დაზვერვას მოჰყავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ შიდა გამოყენებისთვის შეგროვებული და დამოუკიდებელი რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ რუსების 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა და მხოლოდ 25% უჭერს მხარს კონფლიქტის გაგრძელებას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

როგორ აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა სავარაუდოდ, პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ ცნობებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი მოქმედებდა, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება. უწყების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 50 დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი  უკრაინაში სხვა დასავლურ ძალებთან ერთად არის განლაგებული. ამის შესახებ Sky news-ი წერს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, იმის შესაფასებლად, რა გავლენა შეიძლება, რომ იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს. სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები პლატფორმა Discord-ზე 28 თებერვალს და 2 მარტს გამოქვეყნდა, მათი ნაწილი კი ინტერნეტში აპრილის დასაწყისში გავრცელდა.  

ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა უკრაინაში ომის დროს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთი პროპაგანდას, როგორც მისი სტრატეგიის ძირითად ელემენტს სისტემატურად იყენებს. ამის შესაახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ანგარიშში ამხვილებს ყურადღებას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების მიზნით, მრავალი არხი და მარიონეტული საშუალება შექმნა. კრემლი ცრუ ან მანიპულაციურ ინფორმაციას განზრახ ქმნის და ავრცელებს. ყოველი ცრუ პროპაგანდისტული გზავნილით კრემლი საკუთარი პირადი ინტერესების შენიღბვას ცდილობს. დაზვერვის თანახმად, ხშირად რუსეთი ცდილობს უკრაინის მთავრობის დაკნინებას და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას. „ცრუ და შეთითხნილი ინფორმაციის გასავრცელებლად რუსეთი ამუშავებს ბევრ არხს და წყაროს. რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია „ნარატიული გათეთრება“, რომლის დროსაც რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას მარიონეტული პირების ან გადაუმოწმებელი სოციალური მედიის წყაროების მეშვეობით. იქიდან კი  უფრო პოპულარულ ან თუნდაც სახელმწიფო მედიაში. ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ კრემლის ამჟამინდელი პრიორიტეტები მოიცავს უკრაინის მთავრობის დისკრედიტაციას და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას.  

ბრიტანეთის დაზვერვა განმარტავს, რის ხარჯზე ჩატარდა რუსეთში 9 მაისის აღლუმი

მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, 9 მაისს, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. „ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერდა CNN. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის თანახმად, მიუხედავად უკრაინაში დიდი დანაკარგისა, რუსეთს აღლუმზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყვანა შეეძლო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა შიდა კრიტიკა იმის შესახებ, რომ ტექნიკა აღლუმზე იმყოფებოდა და არა ბრძოლის ველზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენდნენ რეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები. დაზვერვისვე თანახმად, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მონაწილეობდა მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა. მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები აჩვენა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი თავის საზღვრებთან სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს აწყდება

19-22 მაისის პერიოდში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის სულ მცირე სამ ადგილას, რუსეთის ძალებსა და პარტიზანებს  შორის შეტაკებები მოხდა. იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვა 23 მაისს. რა ცნობები ვრცელდება ბელგოროდიდან მიუხედავად იმისა, რომ პარტიზანების ვინაობა დადასტურებული არ არის, პასუხისმგებლობა აიღეს რუსეთის მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გრაივორონის მახლობლად. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვა აღნიშნავს, რომ სასაზღვრო რეგიონებში რუსეთი სულ უფრო სერიოზულ საფრთხეებს აწყდება, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რკინიგზაზე აფეთქებებს და სხვა მსგავს ინციდენტებს პარტიზანთა ქმედებებიც დაემატა.  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სასამართლომ 5 თვეში სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე განიხილა, რაც 2022 წლის მონაცემებს აღემატება

აგრესორი სახელმწიფოს სასამართლოს მონაცემებით, 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ისინი უკრაინაში საომრად მოხვდნენ. „დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების სარწმუნო კვლევა ვარაუდობს, რომ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე, რუსეთის  სასამართლოებმა განიხილეს 1053 პერსონალის გამოუცხადებლობის საქმე (AWOL) - მეტი, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში“, - დაზვერვის ცნობებში. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმია უკრაინაში ოპერაციების განმავლობაში იბრძოდა თავის რიგებში დისციპლინის გასაძლიერებლად, მაგრამ მისი პრობლემები დიდი ალბათობით, 2022 წლის ოქტომბრიდან, რეზერვისტების იძულებითი მობილიზაციის შემდეგ  გაუარესდა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, კრიტიკის მიუხედავად, შოიგუს თავისი იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ცდილობს, შეინარჩუნოს პოზიტიური იმიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთში სულ უფრო აკრიტიკებენ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ შოიგუ საკმაოდ აქტიური იყო საჯარო სივრცეში გასული კვირის განმავლობაში და ალბათ, ცდილობდა დაერწმუნებინა ხალხი, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხს ის აკონტროლებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იხსენებს, რომ რუსმა მინისტრმა სულ მცირე ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვის ოპერაციებთან დაკავშირებით, მათ შორის განცხადებები უკრაინის მსხვერპლის შესახებ, რომელიც მკვეთრად გაზვიადებულია. მიმოხილვის თანახმად, შოიგუმ ასევე მოუწოდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, გააორმაგოს ძალისხმევა და გააკრიტიკა დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცრები იმის გამო, რომ სარეზერვო ჯავშანტექნიკა ფრონტზე საკმარისად სწრაფად არ გაგზავნეს. „შოიგუ, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებს პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობას ზოგიერთი რუსი თანამემამულეების მზარდი კრიტიკის ფონზე“, - წერს ბრიტული დაზვერვა ახალ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: მარტში ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ, რუსეთის ჯარების დანაკარგები ალბათ, ყველაზე მაღალია

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მარტში ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ, რუსეთის დანაკარგები ალბათ, უმაღლეს დონეზეა. უკრაინის სამხრეთის ნაწილში რუსული ჯარები შედარებით ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ. „ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. ამასთან, დიდი ალბათობით, მარტში ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ, რუსეთის ჯარების დანაკარგები ყველაზე მაღალია", - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა. მისივე ინფორმაციით, შეტაკების ხაზებზე მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი, ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებსა და ბახმუტთან მიმდინარეობს. „ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და მიაღწია მცირე წარმატებას", - აღნიშნული დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ცნობებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე 219 820 რუსი სამხედრო გაანადგურეს, 650 – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვას აძლიერებს

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვანი ძალისხმევის დახარჯვას თავდაცვითი ხაზების მშენებლობაზე უკანა ზონებში, განსაკუთრებით, ოკუპირებული ყირიმის მისადგომებთან, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ. „ეს თავდაცვა ხაზს უსვამს რუსეთის სარდლობის შეფასებას, რომ უკრაინულ ძალებს პირდაპირ შეუძლიათ, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმა“, - წერს სამინისტრო ტვიტერზე. ამდენად, რუსეთი მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად ნახევარკუნძულზე კონტროლის შენარჩუნებას მიიჩნევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინელებმა 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანახმად, უკრაინის არმიამ დაიბრუნა დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი. საუბარია დონეცკთან მდებარე სოფლის, კრასნოგოროვკის აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებს მცირე წინსვლა აქვთ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, დონბასში უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლოდროინდელმა მრავალრიცხოვანმა შეტევებმა დიდი დაძაბულობა შექმნა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებსა და ჩეჩენთა დაჯგუფებებში, რომლებიც ამ რაიონში მოქმედებენ. უკრაინულმა მხარემ 24 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ მისმა ძალებმა დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომლებსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. ზელენსკი: დღეს ბედნიერი დღეა  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავიაშოუ უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა საერთაშორისო ავიაშოუ MAKS-ი უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა. თავის რეგულარულ განახლებაში, სამინისტრო განიხილავს ვარაუდს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დრონების თავდასხმებმა შეუწყო ხელი, რაც ბოლო დროს რუსეთში არცთუ ისე იშვიათია. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომმა და თანმხლებმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის სამოქალაქო ავიაციასა და საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიას დიდი ზიანი მიაყენა. კონტექსტი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ერთდღიანი „აჯანყების“ შემდეგ არ უნახავთ. ვარაუდობენ, რომ ის დაკავებულია. CNN-ის ინფორმაციით, რუსი გენერალი სუროვიკინი, რომლის დაკავების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, „ვაგნერის” საპატიო წევრი იყო  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას დეზინფორმაციით ნიღბავს

რუსეთმა, სავარაუდოდ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება მის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა, ახლა კი, თავის გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან მისი გასვლა გამოწვეულია შეშფოთებით, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები ემუქრებათ და რომ უკრაინა მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ახლა უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ნებისმიერი ვაჭრობის შეფერხებაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შავი ზღვის ფლოტის ბლოკადის ოპერაციებს საფრთხე ემუქრება უკრაინული უეკიპაჟო წყალზედა ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებისგან. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში. „რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი. უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს. „შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს  მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით. რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიმოიხილავს, რატომ ასწავლიან რუს ბავშვებს საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რუსეთში სკოლის მოსწავლეებისთვის დრონების გამოყენების შესწავლაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი დრონების, როგორც „თანამედროვე ომის მუდმივ კომპონენტად“ გამოყენებას. „რუსეთის მიერ სკოლის მოსწავლეების სამხედრო სწავლებაზე აქცენტირება, მეტწილად არის მილიტარიზებული პატრიოტიზმის კულტურის ჩამოყალიბების მცდელობა, ვიდრე ნამდვილი შესაძლებლობების განვითარება“, - ნათქვამია მოხსენებაში. პირველი სექტემბრიდან რუსი სკოლის მოსწავლეები დრონების გამოყენების შესწავლად დაიწყებენ. ასეთ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს თავდაცვის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ. რია ნოვოსტის ფედერაციის საბჭოსთან არსებული ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, რომ პირველადი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩაუნერგოს „ქვეყნის სიყვარულის გრძნობა“ და მოამზადოს ისინი შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა.“ მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბაზისო სამხედრო სწავლება რუსეთუს სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება.“  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული სადესანტო ხომალდის დაზიანება სერიოზული დარტყმაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ დიდი სადესანტო ხომალდის - „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზული დარტყმაა წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის. „რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის იყო გაგზავნილი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთები გადაჰქონდა, - ნათქვამია განცხადებაში. დანილოვი: კიევი არ აპირებს, მტრის სამხედრო სამიზნეების განადგურების ნებართვა ვინმეს სთხოვოს ცნობისთვის, 4 აგვისტოს „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. წყაროებისვე ცნობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. მისივე ცნობით, 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. წყარო ამბობს, რომ დაზიანების გამო, გემი საბრძოლო ამოცანების შესრულებას ვეღარ შეძლებს. 4 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა სცადეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ განუმარტა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ, სიყალბეა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსულ არმიას ოკუპირებულ ყირიმში მხოლოდ ერთადერთი გრძელი მარშრუტი შემორჩა

ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. უკრაინის ამ დასკვნას დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც იზიარებს. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედროები მხოლოდ არმიანსკის გავლით გზას ენდობიან, რომელიც დამატებით ლოგისტიკურ სირთულეებს ქმნის. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, რუსულ არმიას მხოლოდ ერთადერთი „გრძელი“ მარშრუტი შემორჩა. რუსი სამხედროები უკრაინის სამხრეთის საზღვარზე საბორნე გადასასვლელების მოწყობას განაგრძობენ. „აგვისტოში უკრაინის მიერ მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, საეჭვოა, რომ ეს ინფრასტრუქტურა მძიმე ტექნიკის და საბრძოლო მასალის არსებით დატვირთვას გაუძლებს,“ - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

ბრიტანული დაზვერვა: რუსული „საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც აისახება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. მათივე პროგნოზით, რუსეთში არსებული მდგომარეობა სხვა ქვეყნებზეც აისახება. რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა დაზვერვის განცხადებით, დეფიციტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი შედეგი იყოს. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციაში საწვავის დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სოფლის მეურნეობის სექტორის მოთხოვნის მოკლევადიანი ზრდით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ყოველწლიური საზაფხულო მოვლა-შენახვის ხარჯებით და ასევე ხელსაყრელი საექსპორტო ფასებით. 21 სექტემბერს რუსეთმა შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა ექსპორტი შეაჩერა. ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შეეხება საქართველოსაც, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდიოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს. „ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა."  

ბრიტანული დაზვერვა: A-50 ტიპის თვითმფრინავის დაკარგვა რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე იმოქმედებს

რუსეთი სავარაუდოდ, იძულებული იქნება, განიხილოს თავისი თვითმფრინავების ოპერირების არეალის შეზღუდვა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსული A-50 ჩამოაგდეს და სავარაუდოდ, საჰაერო სადესანტო თვითმფრინავი Il-22M დააზიანეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინის მიერ A-50 MAINSTAY-ის შესაძლო წარმატებული დამიზნება მნიშვნელოვანია. „A-50 გადამწყვეტია საბრძოლო სივრცეში რუსული საჰაერო სადაზვერვო სურათის შექმნისთვის,“ - ნათქვამია დაზვერვის განახლებულ ცნობებში. А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის იყენებს. თუმცა ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსულ თვითმფრინავებზე გახშირებული შეტევების გამო, მათი გრძელვადიანი მდგრადობა შეილახება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50 გაანადგურეს.  

ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა აღჭურვილობა დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა. ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ავდეევკაზე, რომლის ხელში ჩაგდებას 2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ. ბრიტანელების შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ "ქალაქის სეგმენტში ეტაპობრივ, სტაბილურ პროგრესს" მიაღწია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები საპასუხოდ საკუთარ პოზიციებს აძლიერებენ. „ავდიივკა დონბასში ფრონტის ხაზზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 400 ტანკი, ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა აღჭურვილობა, ასევე ალბათ ათასობით ადამიანი," - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს. „ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს. „ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

რუსები გაჭიანურებული ომისთვის ემზადებიან - ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი, რომლის სწრაფად, თავის სასარგებლოდ დასრულების იმედიც ჰქონდა რუსეთს, გაჭიანურდა, ამიტომ კრემლის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს მის გამართლებას რუსი ხალხის თვალში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კრემლის განცხადებას ციტირებს. კერძოდ, 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, როგორც ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, დროთა განმავლობაში მან კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ ომის ფორმა მიიღო - როდესაც „კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, უშუალოდ არის ჩართული ამ კონფლიქტში.“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნარატივი ზოგადად შეესაბამება რუსული ოფიციალური რიტორიკის ტენდენციას, რომლითაც კრემლი ცდილობს კონფლიქტის ხანგრძლივობისა და რუსეთის დანაკარგების მასშტაბის გამართლებას, დასავლეთთან პირდაპირი კონფლიქტის წარმოჩენის გზით. ამასთან, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პესკოვმა გააგრძელა იმის აღიარება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ „შეიძლება, ცოტა ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას.“ ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, „ეს არის რუსული ოფიციალური ნარატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შიდა აუდიტორიის მომზადებას გრძელვადიანი კონფლიქტისთვის და ამით გამოწვეული ცხოვრების დონის დაქვეითებისთვის, ასევე, რუსეთის „საბოლოო გამარჯვებისადმი ნდობის უზრუნველყოფას.“ თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი